ავტორი:

"ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა ცოლი მოტყუებით ტყეში წაიყვანა და ყელი გამოჭრა" - შუახევში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

"ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა ცოლი მოტყუებით ტყეში წაიყვანა და ყელი გამოჭრა" - შუახევში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები
  • მთავარ ფოტოზე: მოკლული მელანო ქიზინიძე და ბრალდებული რაულ დეკანაძე

გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ცოლის მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარება სტაბილურია.

მოკლული ქალი მელანო ქიზინიძეა, ხოლო ბრალდებული მამაკაცი რაულ დეკანაძე. მათ ორი შვილი დარჩათ, ერთ მეექვსე კლასელი, მეორე - მესამე კლასელი.

მელანო ქიზინიძე

  • არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოჭრა და ხევში გადააგდო. 34 წლის მელანო ქიზინაძე ქმარმა ტყეში მოტყუებით წაიყვანა და უკაცრიელ ადგილზე სასტიკად გაუსწორდა.

ერთ-ერთი ვერსიით ქმარს ცოლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. რაულ დეკანაძე საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ადგილობრივები "ტვ პირველს" ეუბნებიან, რომ ის გერმანიაში გემზე მუშაობდა.

"ახლა ჩამოვიდა გერმანიიდან. მანამდე კონფლიქტი თუ ჰქონდა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. ორი შვილი დარჩათ. ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლაო" - ჰყვებიან ადგილობრივები.

ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დეკანაძემ ძმას დაურეკა და დანაშაულის შესახებ შეატყობინა, ხოლო ძმამ მომხდარი პოლიციას აცნობა. ბრალდებულ მამაკაცს 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.