იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც დეპუტატებს შორის არეულობა მოჰყვა.
ამბავს აშუქებს CNN და თავის მკითხველს საქართველოში მომხდარის შესახებ დეტალურად უყვება.
"საკამათო კანონპროექტი :უცხოელი აგენტების" შესახებ, რომელიც გააკრიტიკა დასავლეთმა და პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში", - წერს CNN.
"მთლად ასეთი დებიუტიც არ მინდოდა CNN-ზე, მაგრამ რაცაა ეგაა, რუსულ კანონს არა და მორჩა!", - წერს "მოქალაქეების" ლიდერი სოციალურ ქსელში.