ავტორი:

ირანი "ბირთვული ძალაუფლების" ზღურბლზეა? - ქვეყანა ატომური ბომბის შექმნით იმუქრება

ირანი "ბირთვული ძალაუფლების" ზღურბლზეა? - ქვეყანა ატომური ბომბის შექმნით იმუქრება

ისრაელის თავდასხმის საფრთხის ფონზე ირანმა შესაძლოა თავის ბირთვულ დოქტრინას გადახედოს და შექმნას ატომური ბომბი, რის შესახებაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურმა, აჰმედ ჰაგთალაბმა განაცხადა. ამაში მოიაზრება ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის განახლება.

"ჩვენი ბირთვული დოქტრინისა და პოლიტიკის გადახედვა, ასევე, ადრე გამოთქმული მოსაზრებების გადახედვა, სავსებით შესაძლებელია“, - განაცხადა აჰმედ ჰაგთალაბმა. ის ირანის ბირთვულ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი ცალსახად ახსენებს თავის ბირთვულ პროგრამას იარაღის შექმნის კონტექსტში და ეს ხდება მას შემდეგ, რაც გასულ შაბათ-კვირას თავს დაესხა ისრაელს. აქამდე ირანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მას ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდებოდა

ექსპერტები აცხადებენ, რომ ირანი "ბირთვული ძალაუფლების" ზღურბლზეა და რომ მას შეუძლია ბომბის შექმნა ექვსი თვიდან ერთ წელიწადში.

ეს განცხადება მოჰყვა ისრაელის საპასუხო თავდასხმის საფრთხეს.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის განცხადებით, ირანმა ასევე დაადგინა ისრაელის ბირთვული ობიექტების მდებარეობა და მზად არის მიიტანოს სარაკეტო დარტყმა მათზე.

აჰმედ ჰაგთალაბმა ასევე განაცხადა, რომ ირანი "აუცილებლად" უპასუხებს ისრაელის ნებისმიერ თავდასხმას.

შეგახსენებთ, 14 აპრილს, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა ისტორიაში პირველად ირანი თავს დაესხა ისრაელს. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანის პირველი პირდაპირი შეტევა წარმატებით მოიგერია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით ირანმა 300-ზე მეტი დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, თუმცა მათი 99% განადგურდა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ამ ფაქტს "მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა" უწოდა.

იხილეთ ასევე: