ხოჯამ სამთაწყარო დატოვა

ხოჯამ სამთაწყარო დატოვა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმების წინამძღვარმა, ხოჯა სულიკო ხოზრევანიძემ სოფელი დატოვა, მისი ოჯახი კი სოფელში რჩება. ხოჯას თქმით, რელიგიური ნიშნით მის ოჯახზე განხორციელებული მუქარის ფაქტების გამო ჯანმრთელობას უჩივის და სამკურნალოდ აჭარაში მიდის. მისივე განცხადებით, სამთაწყაროდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სოფელში ამ დრომდე არსებული დაძაბული მდგომარეობაა.

"დაწყნარდება ალბათ სოფელი. სალოცავში არ დავდივართ, მაგრამ მაინც არის ყოველდღე მუქარები, რომ არ გადაიფიქროთ და გასვლა არ გაბედოთო. ავად ვარ ამდენი ნერვიულობისგან. აჭარაში შვილი ცხოვრობს, ჩავალ და ვიმკურნალებ", - განაცხადა სულიკო ხოზრევანიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?