ომარ როსტომი - "ნუ გაუწევთ რეკლამას, გაართეთ!"

ომარ როსტომი - "ნუ გაუწევთ რეკლამას, გაართეთ!"

ომარ როსტომი კომპანია Nokia-ს მედია მენეჯერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ლევანტში მომხმარებელთა მოზიდვაზე მუშაობს. მას ევალება ასევე კლიენტებთან გარიგებების წარმოება. გარდა ამისა, ომარი კომპანიაში მედია ოპერატიულობასა და ციფრულ აქტივებს აკვირდება და ხელმძღვანელობს. ის აღიარებული ლიდერი და ინოვატორია, რომელიც გამოცდილებით ბრენდს უფრო მეტად პროდუქტიულსა და მდიდარს ხდის. ომარი ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება 2013 წლის 25 ოქტომბერს თბილისში Marketing Brilliance Awards-ის მასშტაბურ ბიზნეს-დაჯილდოების ცერემონიალზე.

Marketing Brilliance Award გთავაზობთ:

  • ერთდღიან კონფერენციას, რომელიც უმასპინძლებს მსოფლიო კლასის მომხსენებლებს კომპანიებიდან: Microsoft, BBC, London Transport Museum, Nokia, Philips და მრავალი სხვა
  • საზეიმო სადილსა და დაჯილდოების ცერემონიალს

- რატომ არის სოციალური მედია ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი?

- დღეს, სოციალური მედია მარკეტინგის ყველაზე გამჭირვალე, ინტერაქტიული და მიმზიდველი ფორმაა. სოციალური მედია შესაძლებლობას იძლევა დაიქირავო პოტენციური კლიენტები და ამავდროულად შექმნა ძლიერი ბრენდი. სოციალური მედია შეიძლება იყოს ბიზნესის კეთების ძლიერი იარაღი.

- შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ ქმნით სოციალურ მედია მარკეტინგს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნას ითვალისწინებს?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია: პატივი სცე კლიენტს და მათ მოთხოვნებს მოერგო. დღეს მომხმარებელი დაბომბილია სარეკლამო ბიზნესის მესიჯებით. ბრენდის წარმატებისთვის ერთადერთი გზა სასარგებლო და საინტერესო შინაარსია.

- ბაზარზე მომუშავე ადამიანებს მსგავსი გამოცდილების მიღებისთვის რისი გაკეთება სჭირდებათ?

- მარკეტინგის ექსპერტმა სკოტ ქუქმა ერთხელ თქვა: "ბრენდი აღარაა ის, რასაც მომხმარებელს ვაწვდით - ბრენდია ის, რასაც მომხმარებელი ერთმანეთს უყვება". თუ ამ ცნებას გაითავისებთ, მომხმარებლისთვის რეკლამით ძალის დატანება აღარ დაგჭირდებათ.

- თქვენ საქართველოში ბიზნეს დაჯილდოება Marketing Brilliance Awards-ის კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი ხართ. რაზე ისაუბრებთ პრეზენტაციაზე?

- პრეზენტაციაზე სოციალური მედიის მარკეტინგის ღირებულებაზე ვისაუბრებ და საზოგადოებას წარმატებულ მაგალითს ვუჩვენებ. წარმოვადგენ Nokia-ს კამპანიის საინტერესო შედეგებს, რომელიც მომხმარებლების გასართობ და შემეცნებით სეგმენტზეა ფოკუსირებული. სოციალური მედიის არსებობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის.

- საქართველოში ეს თქვენი პირველი ვიზიტია?

- დიახ, საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია და მოხარული ვარ, ვესტუმრო ქვეყანას, რომელსაც დიდი ისტორია და ბუნებრივი სილამაზე აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ ღონისძიებაზე მიღებული გამოცდილება ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე მომხსენებლებისთვის.

2013 წლის 25 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება Marketing Brilliance Awards გაიმართება, რომლის ორგანიზატორი ბრიტანული კომპანია BOC Global Events Group-ია.

მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერი: "პალიტრა მედია"; ოფიციალური პარტნიორი მაკრკეტინგში: Marketer.ge; მხარდამჭერი რადიოები: რადიო "პალიტრა", რადიო "იმედი"; მხარდამჭერი ინტერნეტ ტელევიზიები: Palitra TV, ITV.ge; მედია პარტნიორები: BPI, Caucasus Business Week, Ambebi.ge, iMarketing.ge, Presa.ge, People.ge, Droni.ge.

იხილეთ ბმული

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი