ნინო ბურჯანაძეს კასპელებმა ლექსი მიუძღვნეს - "ქართველი რკინის ლედი, დედა, მიწა, ცა..."

ნინო ბურჯანაძეს კასპელებმა ლექსი მიუძღვნეს - "ქართველი რკინის ლედი, დედა, მიწა, ცა..."

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბი განსაკუთრებით აქტიურობს. ბურჯანაძეს ზოგან აგრესიით, ზოგან კი სიყვარულით ხვდებიან.

"ქართველი რკინის ლედი, დედა, მიწა, ცა..."  - ამგვარ მიმართვებთან ერთად კასპში შეხვედრისას ბურჯანაძეს ქვემო ჭალის მკვიდრმა მზია ხელაშვილმა ლექსიც მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ლექსიდან:

ისე ცოტა მიწა გვაქვს, საყვავილედ არ გვყოფნის,

ისე ცოტა ზეცა გვაქვს, საფენადაც არ გვყოფნის.

ისე ცოტა წყალი გვაქვს, დასახრჩობად არ გვყოფნის,

ისე ცოტა ვაზი გვაქვს, საჭაშნიკედ არ გვყოფნის.

არა ჩემო მიწაო, დედასავით მართალო,

არა ჩემო ზეცაო, ცოტნესავით მაღალო,

განა მართლა ცოტა გვაქვს? ან მიწა და ან ზეცა?

ბურჯანაძის ამომრჩეველთან შეხვედრები ხშირად იქცევს ყურადღებას. ერთ-ერთი ბოლო მსგავსი შემთხვევა ახმეტაში იყო, სადაც მას ოვაციებითა და შემდეგი შეძახილებით დახვდნენ: "ევროპასაც ვენაცვალე, ყველაფერს, მაგრამ რუსეთი მაინც რუსეთია. გაუმარჯოს რუსეთს!"

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა