რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ღოღეთში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ღოღეთში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში ეწ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ბანერზე წარწერა სხვა მოსაზღვრე სოფლებისგან განსხვავებით ქართულ და ინგლისურ ენაზეა.

როგორც ტელეკომპანია "იმედს" შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა განუცხადა, ინფორმაცია ამის შესახებ ქართულმა მხარემ უკვე მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს.

"ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ამსახველი ტრაფარეტების მონტაჟი ხდება. ეს ტრაფარეტების მონტაჟი ხდება ჩვენი მოსახლეობის მიერ დამუშავებულ მიწებზე. მოსახლეობის დაცულობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავაძლიერებთ პატრულირებას. ინფორმაცია მივაწოდეთ დიპლომატიურ მისიებს. ევროკავშირის სადამკვირველო მისია ჩართულია ამ საკითხში. ამ საკითხს აუცილებლად გავიტანთ ჟენევის შეხვედრაზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე", - განაცხადა სუჯაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?