საქართველო ტურისტებისთვის სარისკო ქვეყნების რეიტინგში მოხვდა

საქართველო ტურისტებისთვის სარისკო ქვეყნების რეიტინგში მოხვდა

საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - ოკუპირებული ტერიტორიების გამო, ტურისტებისთვის სარისკო ქვეყნების რეიტინგში მოხვდა.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობისას რჩევებს აძლევს და ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებულ რისკებს ახსენებს.

სხვა ქვეყნების მსგავსად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვის ავრცელებს ქვეყნების რეიტინგს, სადაც ამერიკელებისთვის მოგზაურობა ძალიან სარისკოა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო ამერიკელებს ურჩევს, 2014 წელს ამ 10 ქვეყანაში მოგზაურობას თავი აარიდონ. რეიტინგში მეორე ადგილზე საქართველოა.

"სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოლქები განსაკუთრებით სახიფათოა. კორუფციისა და ძალადობის შემთხვევების ზრდა, ამასთან, სროლის ალბათობა - ამ ადგილების მთავარი რისკებია", - ასეა აღწერილი საქართველოში არსებული ვითარება.

სამოგზაუროდ სახიფათო ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. მექსიკა

2. საქართველო

3. იემენი

4. ალჟირი

5. სუდანი

6. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

7. კოლუმბია

8. პაკისტანი

9. საუდის არაბეთი

10. მადაგასკარი

იხილეთ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება

მომზადებულია escapehere.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია