ილია მეორე - ყველაზე დიდი მატერიალური და ადამიანური ძალა, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაში დაგვეხმარება, ებრაელები არიან

ილია მეორე - ყველაზე დიდი მატერიალური და ადამიანური ძალა, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაში დაგვეხმარება, ებრაელები არიან

აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს - საქართველოს. ეს საჭიროა საქართველოსთვისაც და მათთვისაც – აფხაზებისა და ოსებისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გუშინ საპატრიარქოში ბრძანა, სადაც მან ებრაულ დელეგაციას უმასპინძლა.

ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის ფარგლებში პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდნენ ისრაელის პარლამენტის წევრები, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. როგორც პატრიარქმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დღეს განიცდის მძიმე პერიოდს, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

"დროებით საქართველო ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და ცხინვალს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს, საქართველოს. ეს საჭიროა საქართველოსთვისაც და მათთვისაც – აფხაზებისა და ოსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე დიდი ძალა, მატერიალური და ადამიანური ძალა, რომელიც ამაში ჩვენ დაგვეხმარება, ეს არის ისრაელი და ებრაელები", - ბრძანა უწმინდესმა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?