ოკუპირებულ აფხაზეთს 25 იანვრიდან ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

ოკუპირებულ აფხაზეთს 25 იანვრიდან ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

25 იანვრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლანტ ბასარიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გრაფიკი 15 აპრილამდე იმოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ენგურჰესი" დატვირთვას ვერ გაუძლებს.

გრაფიკის მიხედვით, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ყოველდღე ელექტროენერგიის მიწოდება 4 საათით შეწყდება.

ბასარიას თქმით, ენერგეტიკული კოლაფსის საფრთხე იმის გამო შეიქმნა, რომ გასული წლის ზაფხულში საქართველოს დასავლეთ ნაწილში გვალვა იყო, რის შემდეგაც წყალსაცავში წყლის დონემ 17 მეტრით დაიწია.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?