დიმიტრი ტასოევი - ჰააგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას

დიმიტრი ტასოევი - ჰააგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო გამოძიებისას გვერდს ვერ აუვლის ქართველი ჯარისკაცების მიერ ”სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას”.

"ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილ სისასტიკეს, შეგროვდა და გადაეცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მტკიცებულებების ბაზაში დეფიციტი არ არის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები მინიმალური მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ გვერდი აუარონ ამ მრავალრიცხოვან მტკიცებულებებს", - განაცხადა ტასოევმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს ჰააგის სასამართლოს მიერ სამართლიანი გამოძიების ჩატარების იმედი აქვს.

ჰააგის სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუშინ გავრცელდა.

საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?