"როკის გვირაბის ჩაკეტვა დაგეგმილი ოპერაცია იყო, მაგრამ..." - რას ამბობს პოლკოვნიკი, რომელიც აგვისტოს ომში რეზერვის მობილიზებას კურირებდა

"როკის გვირაბის ჩაკეტვა დაგეგმილი ოპერაცია იყო, მაგრამ..." - რას ამბობს პოლკოვნიკი, რომელიც აგვისტოს ომში რეზერვის მობილიზებას კურირებდა

ჰააგის სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს სწავლობს. საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საომარი მოქმედებების დროს საქართველოში არსებულ ვითარებას 7 წლის განმავლობაში სწავლობდა. გამოძიება 2008 წლის 1-ლი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. kvirispalitra.ge ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და ამჟამად ეროვნული გვარდიის სახმელეთო ჯარების G-5-ის სამმართველოს ოფიცერს, თადარიგის პოლკოვნიკ დავით აფციაურს ესაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების გარდა, ერაყისა და ავღანეთის კოალიციურ მისიებშიც მონაწილეობდა.

დავით აფციაურს 2008 წლის აგვისტოს ომში ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის სტატუსით მოუწია ყოფნა.

- 7 აგვისტოს დაიწყო რეზერვის მობილიზაცია, რომელსაც მე ვკურირებდი. წავედით და 11 აგვისტოს გამოვედით ქარელიდან. ჩვენი ძალები, ძირითადად, ქარელის გადასახვევიდან ზნაურის მიმართულებით იყო განლაგებული. მუდმივად მსჯელობენ იმაზე, ვინ დაიწყო ომი. ომის დაწყება-დამთავრება სამხედროების საქმე არ არის, მათი საქმეა ომში მონაწილეობა. ამაზე პოლიტიკური ლიდერშიფი იღებს გადაწყვეტილებას და სამხედროების ვალია ომისთვის მუდმივი მზადყოფნა, იმის მიუხედავად, ვინ და რა ძალის პატრონი იქნება მოწინააღმდეგე. დღემდე ვამბობ, რომ რუსი ოკუპანტი კი არა, ჩვენი მტერია, პირდაპირი გაგებით. პოლიტიკოსის საქმეა არკვიოს და დაალაგოს ურთიერთობები მშვიდობიანობის დროს, ომიანობის დროს კი მისცეს სამხედროებს საშუალება, ბოლომდე დაიხარჯონ და შეძლონ მისიის შესრულება.

- მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლო სწავლობს აგვისტოს ომის საქმეს და არკვევს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამხედრო დანაშაულებს...

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან არანაირ სამხედრო დანაშაულს არ ჰქონია ადგილი. მთელმა მსოფლიომ ღიად აღიარა, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი. იმავე პროკურორმა ბენსუდამ განაცხადა, რომ ცხინვალი იყო და დარჩება საქართველოს ტერიტორია. რეგიონში ქართველებს არავინ დაუხვრეტიათ და გენოციდი არ მოუწყვიათ, მათი მხრიდან ბრძოლის მეტი არაფერი მინახავს. ქართული სოფლები ხეობაში აღარ არსებობს, ქვა-ქვაზე არ დარჩა და ყველაფერი განადგურდა. ქართველები არავის ტერიტორიაზე არ შეჭრილან, ჩვენს მიწა-წყალზე ვიყავით. ასე რომ, ჰააგის სასამართლო ამაზე პასუხს ვისაც მოსთხოვს, ნათელია.

გაგრძელება

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?