ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები ოსები შესაძლოა გაასახლონ

ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები ოსები შესაძლოა გაასახლონ

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები შესაძლოა, გაასახლონ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ასეთი ინფორმაცია ადგილობრივ მცხოვრებლებში ვრცელდება, თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.

სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტია" წერს, რომ ამ ინფორმაციის უარყოფის მიზნით, ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები ე.წ. სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და განუმარტეს, რომ მათი გასახლება არ იგეგმება.

შეხვედრაზე ასევე აცნობეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებთან ჩასული სტუმრებისთვის ან ნათესავებისთვის სავალდებულოა წინასწარ, კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურში საშვის აღება.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ საზღვრთან მცხოვრებლებმა წინასწარ უნდა გააფრთხილონ ე.წ. მესაზღვრეები ქორწილის, პანაშვიდის და სხვა ღონისძიების შესახებ.

"სპუტნიკ-ოსეტია" წერს, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?