სომხეთ-აზერბაიჯანის "სადაო მიწა" - როგორ დაიწყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის "სადაო მიწა" - როგორ დაიწყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ე. წ. საზღვარზე რამდენიმე დღეა ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება სადაო ტერიტორიის გამო 2 აპრილს განახლდა და ამ დრომდე გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილთა და დაშავებულთა შესახებ.

მთიანი ყარაბაღის ისტორიითა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის წარსულით, ALLNEWS.GE დაინტერესდა. სააგენტო ისტორიკოსს, პროფესორ დიტო შველიძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რომ აღნიშნული ტერიტორია ისტორიულად ან სომხეთს ან აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საუკუნეების მანძილზე სადაოდ იყო მიჩნეული. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები გააჩნდათ ტერიტორიის ფლობასთან დაკავშირებით.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ოდესღაც, ძალიან ადრე ქრისტიანი ალბანელები ცხოვრობდნენ. მე-11 საუკუნეში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი გამაჰმადიანდა. ალბანელები კი ან ძალიან ცოტანი დარჩნენ ან საერთოდ გადაგვარდნენ. სწორედ მეთერთმეტე საუკუნემდე განიხილებოდა მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიად. მე-11, მე-12 საუკუნიდან, როდესაც ტერიტორიაზე მაჰმადიანობა შემოდის და ჯერ თურქ-სელჩუკები და შემდეგ ირანი ბატონდება, ტერიტორიის რომელიმე სახელმწიფოზე მიკუთვნება თანდათან უფრო ბუნდოვანი ხდება.

მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში ტერიტორიები რუსეთმა დაიპყრო. ჩამოყალიბდა გუბერნიები. ყარაბაღის რეგიონი ერევნის გუბერნიაში შედიოდა და მოსახლეობის უმრავლესობა ამ დროისთვის სომხური იყო, თუმცა, ტერიტორიაზე აზერბაიჯანელებიც ცხოვრობნენ. იხილეთ გაგრძელება

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?