მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში

მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში

მთიანი ყარაბაღის ზონაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები პოზიციების დაცხრილვას მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი არცრუნ ჰოვანისიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "სმერჩი" გამოიყენეს.

იხილეთ ვიდეო

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი ღამის საათებში მოხდა, რა დროსაც გაგრძელდა დასახლებული პუნქტებისა და საბრძოლო პოზიციების დაცხრილვა, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული პოზიციები ნაღმმტყორცნებით 120-ჯერ დაცხრილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ვაგიფ დარგიახლიმ სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა.

მისი ცნობით, "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფრონტის ხაზსა და შაბათს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციას აკონტროლებენ".

მთიანი ყარაბაღის ზონაში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა.

გაერო-ს ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის ესკალაციას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო| აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი სარაკეტო-საარტილერიო იერიშით იმუქრება

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?