ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩენილი საფლავების მონახულების საშუალება არ მიეცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩენილი საფლავების მონახულების საშუალება არ მიეცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩენილი საფლავების მონახულების საშუალება არც ამჯერად მიეცა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები იმედოვნებდნენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება თუნდაც ერთი საათით საფლავებზე შესვლის უფლებას მისცემდა.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლების მოსახლეობას, მათ ე.წ. საზღვართან მდებარე სასაფლაოებზე გასვლა შეუფერხებლად შეძლეს. ერთ-ერთი პრობლემური უბანია სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სასაფლაოს 1/3 გამყოფი ხაზის მიღმაა დარჩენილი, თუმცა, მოსახლეობამ დღეს სასაფლაოს ამ ნაწილში შესვლა მაინც შეძლო.

„ჩვენი სოფლის ერთი ეკლესია, რომელიც ლომისის წმინდა გიორგის სახელობისაა, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. ამ ეკლესიაში სოფლის მოსახლეობა მერვე წელია არ ყოფილა, მხოლოდ შორიდან გავყურებთ და პირჯვარს ვიწერთ. რაც შეეხება სასაფლაოს, 2008 წლის შემდეგ მისი 1/3 გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მონაკვეთზე მავთულხლართები დამონტაჟებული არ არის, ყველა იმ ჭირისუფალმა, ვისი ახლობელიც სასფლაოს ამ ნაწილშია დაკრძალული, დღეს შესვლა მაინც შეძლო. მთელი დღის განმავლობაში სოფლის პერიმეტრზე ე.წ. მესაზღვრეები არ შეგვინიშნავს. იმედია, დღევანდელი დღე მშვიდობიანად დასრულდება. აღდგომის გარდა სხვა დღეებში სასაფლაოს ოკუპირებულ ნაწილში შესვლა შეუძლებელია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სოფელ კირბალის მცხოვრებმა სულიკო მოსიძემ.

საოკუპაციო ხაზის პერიმეტზე არსებულ სოფლებში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პატრულირებას პოლიციის ეკიპაჟებიც ახორციელებს. ასევე, ამ ზონაში არსებულ სასფლაოებზე ვითარებას დილიდან აკვირდებიან ევროკავშირის მონიტორებიც.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?