აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ე.წ. სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს. კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.

დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის ცნობით, რაშიდ კანჯი-ოღლის საქმე შემდგომში გადაეცემა სასამართლოს.

რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.

იხილეთ ვიდეო

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?