აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 22 საარჩევნო ოლქში მეორე ტური ჩატარდება.

ე.წ. არჩევნებში გუდაუთის რაიონში პირველივე ტურში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ კარგი შედეგები მიიღო. ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ასლან ბჟანია ასევე მეორე ტურში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნები წააგო და მეორე ტურში ვერ გავიდა სერგეი შამბა.

ე.წ. პარლამენტის ახალი სტრუქტურა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ორ კვირაში 22 „საარჩევნო ოლქში“ მეორე ტური ჩატარდება. ე.წ. არჩევნები სულ 35 ოლქში ტარდება.

ე.წ. ოპოზიციურ ბლოკში განაცხადეს, რომ ე.წ. პარლამენტში ოპოზიციის ხუთი წარმომადგენელია გასული პირველი ტურის შედეგებით. ხოლო ერთ ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება იმის გამო, რომ კანდიდატებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?