კასპის მუნიციპალიტეტის სოფალ კოდიწყაროს განაპირას ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფალ კოდიწყაროს განაპირას ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფალ კოდიწყაროს განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, ადგილობრივები საოკუპაციო ხაზს მიღმა არასდროს გადადიან და დაკავებაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

რაც შეეხება ბრალდებას, ის ამჯერადაც უცვლელია. დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, რის გამოც დააკავეს.

ჯერჯერობით დაკავებულების ოჯახებს არავინ დაკავშირებია და დაზუსტებული არ არის გადაიყვანეს თუ არა უკვე ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

სოფელ კოდიწყაროდან ცხინვალამდე ორი რუსული ბაზაა და მსგავს შემთხვევაში დაკავებისას პირველ ეტაპზე გადაჰყავთ აღნიშნულ ბაზაზე და პირველადი გამოკითხვის შემდეგ ხდება დაკავებულების გადაყვანა ცხინვალში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?