ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ფლავისმანის მკვიდრი უკვე მესამედ დააკავეს - ოჯახი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ფლავისმანის მკვიდრი უკვე მესამედ დააკავეს - ოჯახი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი, 1974 წელს დაბადებული კახაბერ ქისიშვილი დააკავეს.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ქისიშვილი უკვე მესამედ მოხვდა ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბოლოს იგი ამავე ბრალდებით ერთი თვის წინ იყო დაკავებული და 2 000 რუსული რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დაკავებულის დედის განცხადებით, ოჯახს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს.

დაკავებულების ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა კახაბერ ქისიშვილი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლობლის მოსანახულებლად გადავიდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

იხილეთ ვიდეო

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?