აფხაზეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ტაჯიკეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს

აფხაზეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ტაჯიკეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ტაჯიკეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნული პირების დაკავება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, დაკავებულები რუსეთის მხარეს გადასცეს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?