"ბი-ბი-სი" - აფხაზეთში სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა

"ბი-ბი-სი" - აფხაზეთში სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახური იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებისას დაახლოებით 27 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან დასასვენებლად ჩასული რუსეთის მოქალაქეებიც. თუმცა, რუსულ და აფხაზურ მედიაში მომხდართან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

რუსეთის ტურიზმის სამსახური საკუთარი მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის უწყება, რომელიც დაშავებულების შესახებ ცნობას ადასტურებს. სამხედრო საწყობში მომხდარი ხანძრისა და აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროსთვის უცნობია.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?