იტალიელები სამხრეთ ოსეთზე ფილმს გადაიღებენ

იტალიელები სამხრეთ ოსეთზე ფილმს გადაიღებენ

იტალიურმა კომპანია "Orme Sas"-მა დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო, რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეძღვნება. ამის შესახებ "ინტერფაქსს" იტალიელმა ჟურნალისტმა ჯულიეტო კიეზამ განუცხადა, რომელიც ამჟამად ოკუპირებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფება.

"ევროპასა და დასავლეთში არავინ არაფერი იცის არათუ კონფლიქტის მიმდინარე მოვლენებზე, არამედ მის ისტორიაზე და პროცესებზე, რომელიც იქ მიმდინარეობს. შევეცდებით დასავლეთის მაყურებელს გავაცნოთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზა, რომელიც ოსეთმა გაიარა”, - განაცხადა კიეზამ. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ ფილმს რუსულ სატელევიზიო არხებზეც აჩვენებენ.

ახალი ფილმის სახელწოდებაა "სამხრეთ ოსეთი: დამოუკიდებლობის გზა". ამჟამად გადაღებები ცხინვალში მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ხუთი დღის მანძილზე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში რენე ჰარლინის ფილმის "საქართველოს" გადაღებები მიმდინარეობს. მისი სიუჟეტი ამერიკელი ჟურნალისტისა და ოპერატორის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც საქართველოში აგვისტოს ომის დროს მოხვდებიან.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?