კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:09 / 10-09-2017
აფხაზეთში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ: "როცა "ნიკა გაგრინსკი" რეგიონს სტუმრობს, ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს"
აფხაზეთში კრიმინალური გარჩევები გრძელდება. ბოლო ხანს, რეგიონში, არაერთი, ხმაურიანი, ე.წ. ქურდული გარჩევა მოხდა... საქმე ისევ და ისევ, "კანონიერ ქურდებს" შორის გავლენების გადანაწილებას ეხება, რამაც, აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ და დანარჩენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების კრიმინალებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია...

"ქურდული სამყაროს წევრებს" შორის, ურთიერთობის დაძაბვას, რამდენიმე წლის წინ, ე.წ. ყოფილი შს მინისტრი, ლეონიდ ძიაპშბა აანონსებდა, რომელიც კერ კიდევ, 2010 წელს ამბობდა, რომ თუ დროულ და შესაბამის ზომებს არ მიიღებდნენ, აფხაზეთი კრიმინალების სათარეშოდ იქცეოდა... მან სცადა კიდეც დანაშაულებრივი სამყაროს წევრებთან შებრძოლება და ერთი-ერთი გარჩევისას, აფხაზურმა "მილიციამ", "კანონიერი ქურდები" დააკავა, შემდეგ, ადგილობრივი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ მათ ან უნდა დატოვონ აფაზეთი, ან ამ გზას ჩამოშორდნენ, სხვა შემთხვევაში, მათ იქ მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მისცემდნენ.

მართალია, აფხაზურმა "მილიციამ" მათ სიმშვიდესა და გავლენებს ვერაფერი დააკლო, რადგან როგორც ახლა, მაშინაც ისინი "ძალოვნებთან" შეკრული იყვნენ, მაგრამ ისინი თავად უცხადებდნენ ერთმანეთს დაუნდობელ ბრძოლას; ამის ერთ-ერთი მაგალითია, 2013 წლის 20 იანვარს, სოხუმის საავადმყოფოში, მძიმე ჭრილობებით გარდაცვლილი, 31 წლის ადგილობრივი ე.წ. ქურდი, ასტამურ გულია...

2017 წლის მარტში, გამოცემა Прайм Крайм-მა, თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აფხაზეთის ქურდული სამყაროს" მეთაურმა, სოხუმელმა მერაბ ჯანგველაძემ, "შიდა შეკრება" გამართა, რომლის მიზეზი, ერთ-ერთი "კანდიდატისთვის სტატუსის" მინიჭება იყო... საქმე ის არის, რომ აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის რეგიონში, ყველა ქალაქს ლამის თავისი პერსონალური "კანონიერი ქურდი" ჰყავს, რომელიც ბიზნესს, კრიმინალურ ვითარებას და საერთოდ, ქალაქის ცხოვრებას აკონტროლებს... ჯანგველაძე აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ალხას აგრბას "ქურდული სტატუსის" მინიჭებაზე სხვა "ავტორიტეტები" უარს ეუბნებოდნენ, განსაკუთრებით წინააღმდეგი იყო გუდაუთელი რაულ ბარცბა, იგივე "პიზა", რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს, თავის მხარდამჭერებთან ერთად, ადგილობრივი აგრბას კანდიდატურას აყენებდა...

ერთი სიტყვით, ჯანგველაძემ და ბარციცმა მაშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რამაც მათ შორის, კონფლიქტი უფრო გააღვივა; - ჯანგველაძემ საქმეში ასაკით უფროსი "კანონიერი ქურდი" ვალერი ხაშბა ჩართო და "პიზა" გარჩევაზე მიიწვია... ამ შეკრებას ასევე ესწრებოდა, კიდევ ერთი "გავლენიანი" კრიმინალი, სოხუმელი თემო მაკოლია... გუდაუთელ "პიზას" არ გაუმართლა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით, სასწრაფოდ რუსეთიდან აფხაზეთში ჩავიდა, მისი მოწინააღმდეგე თენგიზ ლაკერბაია. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიიღეს და თემა და თემის გარშემო დაძაბულობა, გაგრძელდა...

მიმდინარე წლის მაისში, აფხაზეთში, რუსეთიდან კიდევ ერთი "კრიმინალური ავტორიტეტი", დედით აფხაზი ქართველი, ნიკოლოზ დგებუაძე, იგივე "ნიკა გაგრინსკი" ჩავიდა, რომელიც აფხაზეთს ხშირად არ სტუმრობს, თუმცა, როგორც აფხაზური მედია ირონიულად აღნიშნავს, როდესაც რეგიონს "მისი სტუმრობის პატივი ერგება, მას ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს". ასე იყო შარშანაც, თუმცა, წელს დგებუაძე აფხაზეთში უხმაუროდ ჩავიდა...

ადგილობრივების თქმით, "ნიკა გაგრინსკის" ოჯახს გაგრაში ძალიან დიდი პატივს სცემენ. მამიდამისს, რომლის მეუღლეც, ადგილობრივი რუსი, გვარად ოლდინია, გაგრასა და საერთოდ, აფხაზეთში, ცნობილი ქირურგია, რეგიონი არც ომის შემდეგ დაუტოვებია.

როგორც აღმოჩნდა, ვიღაცამ "ნიკა გაგრინსკის" ადგილსამყოფელი გასცა. მოულოდნელად მას ადგილობრივი ქურდები,
გუდაუთელი "პიზის" პოზიციის გამტარებელი, ხასი და ასტიკი, ორი მანქანით მიადგნენ და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, სასტიკად ნაცემი ნიკა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მეორე ვერსიით, მას ექიმი ბიძა სახლში მკურნალობდა. აფხაზური მედიის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, აფხაზეთში "ქურდულ სამყაროში" ვითარება უკიდურესად დაიძაბა, რადგან "გაგრინსკის" გავლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც აქვს. ივლისში, აფხაზეთში, ბელორუსი "კანონიერი ქურდი" ალექსანდრე, იგივე საშა კუშნერი შეეცადა ჩასვლას, თუმცა, "საზღვარზე" მას "ვიზა" მოსთხოვეს და მის გარეშე, არ შეუშვეს....

ამასობაში, "პიზის" მხარდამჭრებმა ფრთები გაშალეს და მათთვის მიუღებელ პერსონებზე გაილაშქრეს, - სასტიკად სცემეს სოხუმელი "კანონიერი ქურდები" დინდირი და თემო მაკოლია და მათ "სტატუსი" ჩამოართვეს... ეს შემთხვევა სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, თუმცა, ადგილობრივ "მილიციას" "არ შეუმჩნევია"...

"ნიკა გაგრინსკის" დასახმარებლად წამოსული და იმედგაცრუებული საშა კუშნერის შემდეგ, აფხაზეთს, ადგილობრივი კრიმინალებისთვის სრულიად მოულოდნელად, რუსეთსა და აზერბიაჯანში ცნობილი, ნადირა საფოვა, იგივე "გული ბაკინსკი", რომან დმიტრიევი იგივე "რომა სტავროპოლსკი" და რაშად ალიევი, იგივე "გიანჯინსკი", გუდაუთელ "პიზას" მოულოდნელად ეწვივნენ... ეს იყო ბოლო, ყველაზე გახმაურებული შეტაკება კრიმინალებს შორის, - ორმხრივი სროლების დროს, ყველა მათგანმა უმძიმესი ჭრილობა მიიღო, თავად გუდაუთელი "პიზა" კი, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა...

აფხაზური საზოგადოება კიდევ ერთი, გაცილებით ფართომასტაბიანი შეტაკების მოლოდინშია, რადგან იციან, რომ "ქურდული სამყაროს"
წარმომადგენლის, "ნიკა გაგრინსკისა" და მისი სტუმრების ცემას აფხაზ კრიმინალებს არავინ შეარჩენს, - მით უფრო, რომ მათივე თქმით, - "გაგრის კლანი" აფხაზეთში ყველაზე ძლიერია, კლანში კი, ნიკას, ისევე როგორც დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ძალიან დიდ პატივს სცემენ... საქმეს ართულებს ის, რომ წინასწარ არავინ იცის, სად მოხდება ეს შეტაკება, რომელიმე ე.წ. კანონიერი ქურდის სახლში, რესტორანში თუ უბრალოდ ქუჩაში, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარაა... "არადა, ჩვენ აქ შვილებთან ერთად ვცხვრობთ, რომლებიც ამ ყველაფრის შემსწრე და სამწუხაროდ, ხშირად მონაწილეებიც არიან..." - წერენ აფხაზები.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
22:14 / 10-09-2017
k
13
მიშამდე საქართველოში უარესი არ იყო.
20:37 / 10-09-2017
ki-ki
20
თუ მიშა არ დაბრუნდა მალე საქართველოშიც მასე იქნება.
ნანა
15
11 სექტემბერი 2017 11:02
რუსის ჩექმა არ გინდა, მერე იძახეთ მიშა და შოუებს უყურეთ, ისედაც მიჩვეულები ვიყავით.....
მსგავსი სიახლეები
აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში
"აფხაზ ახალგაზრდებს უყვართ ფული და კარგი ცხოვრება, რომელიც ყველაზე ადვილად ყაჩაღობის გზით მოდის"
"აფხაზური დელეგაცია" სირიაში და შეთანხმება სირია-აფხაზეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე..."
"სოხუმის ერთ-ერთი ბინაში, ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, 5 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს ზედმეტი დოზის გამო"
"მათი შეცდომა ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ, შევაჩერეთ მათი ქვეითი ძალები და პოზიციაზე შემოსული ტანკები ავაფეთქეთ"
რუსეთმა ცხინვალის რეგიონში ნაცადი ხერხით, აფხაზეთის ტერიტორიის გაფართოებაც დაიწყო
ინკოგნიტო მამაკაცი ამბობს, რომ პუტინი, "ბევრ განსაცდელგამოვლილ აფხაზ ხალხს არაფერს დაუშავებს"
ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის სამუშაო შეხვედრა დაიწყო
პასუხი საქართველოს პენსის ვიზიტზე, თუ მეტი რუსული ეკონომიკური ინტერესი აფხაზეთში?!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
13:13 / 23-09-2017  Image "5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49