კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:00 / 08-01-2018
ვისში გაცვალეს გიორგი ლუკავა?
აფხაზეთში 2018 წელიც მძიმედ დაიწყო, - სოხუმში, ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას გათავისუფლების გამო დაწყებული უკმაყოფილება არ ცხრება, - 3 იანვარს სოხუმში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ქართული მხარისთვის პატიმარ გიორგი ლუკავას გადაცემა გააპროტესტეს. ამ ფაქტს ადგილობრივი სასულიერო პირი, დოროთეი დბარიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რცხვენია ისეთი პრეზიდენტის, რომელიც თავის ხალხთან პირისპირ საუბარს ვერ ბედავს..."

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, - ლუკავას გათავისუფლება აფხაზური მხარის კეთილი ნება იყო, თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით
მაშინვე წარმოიშვა რამდენიმე ვერსია... 

აფხაზეთში საპროტესტო ტალღის დაწყებამდე, აფხაზური მხარე აცხადებდა, რომ გაცვლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თხოვნის საფუძველზე შედგა, - "თბილისმა ცხინვალს ლუკავას სანაცვლოდ გრძელვადიანი პატიმრები გადასცა, მათ შორის, ერთ-ერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი..."- წერდა აფხაზური მხარე.

სოხუმში მიმდინარე ვნებათაღელვას გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც; მისი განცხადებით, მისი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს გიორგი ლუკავა და იმედი ჰქონდა, აფხაზური საზოგადოება "მეგობარი ქვეყნის" ამ სურვილს გაგებით მოეკიდებოდა.

"ძვირფასო ძმებო, აფხაზებო, გაცნობებთ, რომ აღშფოთებული ვართ მოძმე აფხაზეთში განვითარებული პროცესებით... აფხაზეთის ხელმღვანელობის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენი თხოვნით იყო განპირობებული. ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ ამ საქმეს ასეთი შედეგები მოჰყვებოდა და შიდაპოლიტიკური სიტუაცია ასე დაიძაბებოდა... გვინდა შეგახსენოთ, რომ მსგავს შემთხვევაში, როდესაც აფხაზურმა მხარემ თხოვნით მოგვმართა, ჩვენც დავაკმაყოფილეთ!" - წერს ბიბილოვი, თუმცა, რომელი საქმე იგულისხმა, არ დაუკონკრეტებია.

ბიბილოვის დანამუსებამ აფხაზებში საპროტესტო განწყობა ვერ ჩააქრო - 3 იანვრის აქციის დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და გაავრცელა განაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გიორგი ლუკავა მკვლელობაში ბრალდებულ აფხაზ როლანდ ჟიბაში გაცვალეს, რომელმაც "საქართველოს შეაფარა თავი".

გასული წლის 5 მაისს აფხაზური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ როლანდ ჟიბა დააკავეს და საგამოძოებო იზოლატორში იმყოფებოდა. მაშინ, აფხაზური ე.წ. მილიცია მხოლოდ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა და არ დაუზუსტებია, სად დააკავეს ჟიბა - აფხაზეთის რეგიონში თუ ენგურს აქეთ, ქართულმა მხარემ დააკავა. 

1983 წელს დაბადებული როლანდ ჟიბა აფხაზეთის მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი კრიმინალური დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა. სისხლიანი დაპირისპირება შარშან, ზუსტად ახალ წელს დაიწყო და რამდენიმე სერიად გაგრძელდა - 2017 წლის 1-ელ იანვარს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუადას ტყეში სოხუმის მკვიდრის, 1990 წელს დაბადებული ბესლან კვიცინიას გვამი იპოვნეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ის სასტიკად იყო ნაწამები.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, 4 იანვრის ღამეს, ისევ სოფელ გუადაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა ერთდროულად 3 სახლი გადაწვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს სახლები ახალგაზრდა აფხაზის, ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ოჯახს და მის ნათესავებს ეკუთვნოდათ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, - 6 იანვარს, სოხუმის ერთ-ერთ სასაფლაოზე, იქ, სადაც ბესლან კვიცინია არის დასაფლავებული, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს რომან ჟიბა, რომელიც კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ბიძაშვილია...

რამდენიმე დღეში, "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა აფხაზ ძალოვნებს შეხვდა და მათ "საჭირო ზომების მიღება" დაავალა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო-ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 9 იანვარს სოხუმში "მერსედესის" მარკის ავტომობილით მოძრავი სამი შეიარაღებული პირი დააკავეს. მათ ავტომანქანაში დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს, სწორედ ერთ-ერთი მათგანით იყო მოკლული რომან ჟიბა...

მაშინ ამ სასტიკი ფაქტის შესახებ აფხაზები წერდნენ, რომ რეგიონში კრიმინალმა პიკს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, რომან ჟიბას ბესლან კვიცინიას ახლობლებმა ცეცხლი ცოცხლად წაუკიდეს, შემდეგ კი გაქცევის მცდელობისას რამდენიმე ტყვია ესროლეს...

"ტაქსის მძღოლმა, რომელმაც იმ დროს იქ გაიარა, არაადამიანური ხმა გაიგო, რასაც მისივე თქმით, რამდენიმე გასროლაც მოჰყვა, - ანუ ჟიბა კვიცინიას საფლავზე მიიყვანეს, ცოცხალ ადამიანს ჯერ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო გაქცევის მცდელობისას ესროლეს... ეს ფაქტი დაუსჯელი დარჩება, თუ რას უნდა ველოდოთ?.. შუა საუკუნეებში ვბრუნდებით, როდესაც კანონის ნაცვლად "სისხლის აღებით" უსწორდებოდნენ ერთმანეთს?" - წერდნენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საქმის "სრულფასოვანი გამოძიება" არ მომხდარა. ჟიბას ამბავი, სხვა მორიგმა სასტიკმა სისხლიანმა გარჩევამ "მიაჩუმათა"... როგორც აფხაზური მხარე ირწმუნება, მთავარი ეჭვმიტანილი როლანდ ჟიბა ამ დროის განმავლობაში ქართულ მხარეს იმალებოდა...

5 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა და განაცხადა, რომ ლუკავას შეწყალებით "კონსტიტუცია და კანონი" არ დაურღვევია. გარდა ამისა, "სახელმწიფოთაშორის შეთანხმების საფუძველზე პატიმრების გაცემა ყველა ქვეყანაში აპრობირებულია და ამაში უკანონო არაფერია", - განაცხადა ხაჯიმბამ...

"არავითარი აქციის მონაწილეები იქ არ ყოფილან, ისევ თავის მომხრეებს შეხვდა და ვითომ აქციის წევრები იყვნენ... თვალში ნაცარს გვაყრიან. როგორც იმ გოგონას გაუპატიურების მთავარი დამნაშავის ამბავი ჩაფარცხეს, ისე მოიქცევიან ლუკავას შემთხვევაშიც... ჩვენ კი ისევ ყოველთვის ასე პირში ჩალაგამოვლებულები ვიქნებით...", - წერენ აფხაზები და აქციებს ამ კვირიდანაც აანონსებენ...

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

11:55 / 09-01-2018
ქართველი
2
იმაზე რაზეც ჯერ გავლენას ვერ ვახდენთ---ფიქრი ზედმეტია--ან ფიქრს რა მოაქვს???????აი სოფლები რომ კატასტროფულად იცლება---და იქ ვინც იქ კიდევ არის დარჩენილი რომელთაც ერის გამრავლება კიდევ შეუძლია--და ისინი რომ სიბერისკენ მიექანებიან---და ოჯახები სოფლად თითქმის აღარც იქმნება და თუ იქმნება ძალიან მცირე---ალბად კიდეც დაგვავიწყდა სოფლელებს ჩვენ უბნებში ბოლო ქორწილი როდის იყო---აი ამას უნდა მიეხედოს სასწრაფოდ და თუ გადავშენდებით მერე რა აზრი ექნება საქართველოს გამთლიანებას სადაც ჩვენ ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდებით??????
გამოეხმაურე / 0 /
01:50 / 09-01-2018
444444
1
ველური ანგარიშსწორების სერია! აფხაზურ საზოგადოებას სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს. ასეთი საზოგადოება თავის წიაღში დაბადებულ ნორმალური აზროვნების ადამიანებს ფიზიკურად თავად გაანადგურებს. აღარ მიკვირს ქართულ ქრისტიანულ კულტურულ მემკვიდრეობას რომ მიზანმიმართულად ანადგურებენ.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ჩვენ, აფხაზეთში იცით როგორი უცნაური ცხოვრება გვაქვს? - სულ ვისვენებთ, იმიტომ, რომ საქმე არაფერია...
არსებული ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, სწორედ რუსეთს აფარებს თავს...
"წინასაახალწლოდ, 10 წლის აფხაზი გოგონას წერილი წავიკითხე, - ის თოვლის ბაბუას ზეთს და მაკარონს სთხოვდა"
ლუკავას გათავისუფლების სანაცვლოდ, ცხინვალმა ქართულ მხარეს პატიმრების გათავისუფლება სთხოვა
2011 წლის მაისში, სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს, როცა შვილების საფლავების მოსავლელად იყო წასული
ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
"სიკვდილიანობის მიზეზი ინტოქსიკაციის, ვირუსისა და წყლის დაბინძურების გარდა, ბრაკონიერებიც არიან..."
"მოიჯარეს, რომელმაც ადგილი 8 წლის წინ შეიძინა, არაფერი გაუკეთებია, მეტიც, იქაურობას აგურ-აგურ შლიან..."
"ნარკოტესტის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებულია "შს სამინისტროს" 18 თანამშრომელი..."
სერგეი შამბა: "ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადოთ, ამაზე უარესი შედეგი, რაც ახლა გვაქვს, არ დადგება..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49