ცხინვალის მოსახლეობა არც კოკოითს ენდობა, არც რუსეთს და შველას დასავლეთისგან ითხოვს

ცხინვალის მოსახლეობა არც კოკოითს ენდობა, არც რუსეთს და შველას დასავლეთისგან ითხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოსთან ომის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო. ეს ღონისძიებები იმ აღდგენითი სამუშაოების განახლებას დაემთხვა, რომელთა წარუმატებლობაშიც ედუარ კოკოითი "მოსკოვში მყოფ პროქართულ ძალებს" ადანაშაულებს, წერს "Коммерсант".

როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ბოლო დროს მოსკოვმა არაერთხელ გააკეთა მინიშნება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი დიდ ხარჯებს ითხოვს და ამ ხარჯების გაღებისთვის რუსეთი მზად არ არის.

რუსეთი ფედერაციის პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ დახურულ სხდომაზე სამხრეთ ოსეთში მშენებარე სახლებს "ოქროსი" უწოდა და ამით იმაზე გააკეთა მინიშნება, რომ მსგავსი ხარჯები ხშირად მეტისმეტად გაბერილია. ვიცე-პრემიერი ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა ყველას, ვინც "ფედერალური ხარჯების მიჩქმალვას" შეეცდება.

ბოლო თვეების განმავლობაში აღდგენითი სამუშაოები შეჩერებული იყო, ცხინვალსა და მიმდებარე სოფლებში მრავალი ოჯახი კვლავ უსახლკაროდაა დაარჩენილი და ისინი ნათესავებთან, ან კარვებში ცხოვრობენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა უკვე აღარ ერიდება რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას, რომელიც "ფულს გასცემს, მაგრამ არ შეუძლია, ან არ სურს მათი ხარჯვის გაკონტროლება". ამის გამო ისინი აცხადებენ, რომ უკვე აღარ ენდობიან არც საკუთარ ხელისუფლებას, არც რუსეთს და დახმარების თხოვნით დასავლეთს მიმართავენ.

სწორედ ამ თემაზე საუბრობდა კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედიაცენტრში ომის მონაწილეებთან შეხვედრაზე - ამ შეხვედრით საქართველოსთან ომის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიხსნა. 

კოკოითი შეეცადა დამსწრე საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ აღდგენითი სამუშაოების შეფერხების უკან "მოსკოვში მყოფი პროქართული ძალები" დგანან. მისი თქმით, ამ ძალებმა ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების ჩამოგდებისკენაა მიმართული.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?