ევროკავშირის საბჭომ დამკვირვებლებს საქართველოში მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ დამკვირვებლებს საქართველოში მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მანდატის 2011 წლის 14 სექტემბრამდე გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ეს საკითხი 2010 წლის ივლისის ბოლოს ევროკავშირის 27 წევრი-სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ სხდომაზე განიხილეს და მანტადის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის მიზანი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე დაკვირვება და გაეროსა და ეუთოსთან კოორდინირებულად საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაა.

ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია საქართველოში საქმიანობას 2008 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შეუდგა.

მისიის შემადგენლობაში ევროკავშირის 22 ქვეყნის 200 შეუიარაღებელი დამკვირვებელია. რუსეთი და მის მიერ აღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ევროკავშირის დამკვირვებელთა საკუთარ ტეროტირიაზე შეშვების წინააღმდეგი არიან.

ამჟამად ევროკავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომლის დამკვირვებლები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებში მუშაობენ. გაეროსა და ეუთოს მისიებმა საქართველოში მუშაობა რუსეთის მოთხოვნით 2009 წელს შეწყვიტეს.

მომზადებულია newsgeorgia.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?