რუსეთმა აღიარა, რომ სარაკეტო კომპლექსი С-300 აფხაზეთში ორი წლის წინ განათავსა.
კრემლის წარმომადგენელმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს კომპლექსი აფხაზეთში ორი წლის წინ განათავსეს და დღემდე იქ იმყოფება.
"ამის შესახებ თავის დროზე ჩვენი ყველა პარტნიორი ინფორმირებული იყო", - განაცხადა ანონიმმა წყარომ. მისი თქმით, ამჟამად უბრალოდ მისი დილოკაციის ადგილი უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც, როგორც კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, "შეთანხმების დარღვევა არ არის".
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.