რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-300-ის აფხაზეთში განთავსება თავდაცვით მიზნებს ემსახურება და რუსეთის ფედერაციის არცერთ ნაკისრ ვალდებულებას არ არღვევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.
"რაც შეეხება С-300-ს, ეს ჰაერსსაწინააღმდეგო სისტემა აფხაზეთში ჩვენი სამხედრო ბაზის საშტატო შეიარაღებაა, რომელიც მხოლოდ თავდაცვით მიზნებს ემსახურება. მისი განთავსება რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ვერ განაპირობებს და ამით არც რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებები ირღვევა", - ნათქვამია მის კომენტარში.
ნასტერენკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საიდუმლო არავისთვისაა და ის ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით არის განპირობებული, რათა ახალგაზრდა კავკასიური სახელმწიფოების უსაფრთხოება თბილისის რევანშისტული მისწრაფებებისგან დაიცვან.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.