"აფხაზი ვეტერანები" რუსეთს თენგიზ კიტოვანის აფხაზეთისთვის გადაცემას სთხოვენ

"აფხაზი ვეტერანები" რუსეთს თენგიზ კიტოვანის აფხაზეთისთვის გადაცემას სთხოვენ

"აფხაზი ვეტერანები" თენგიზ კიტოვანისა და რუსეთში მცხოვრები სხვა "სამხედრო დამნაშავეების" აფხაზეთისთვის გადაცემას ითხოვენ. ამის შესახებ გამოცემა "ნუჟნაია გაზეტას" დღევანდელი ნომერი იუწყება.

ვეტერან მეომართა ორგანიზაციამ "არუაა" სოხუმის რეჟიმის ლიდერს, სერგეი ბაღაფშს წერილით მიმართა და მოუწოდა, რუსულ მხარეს კიტოვანისა და სხვა დამნაშავეების გადაცემა მოსთხოვოს.

"აფხაზი ვეტერანები" რუსეთის ხელისუფლებისგან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ქართველი მეომრების აფხაზეთის სამართალდამცველებისთვის გადაცემას ითხოვენ, რომლებიც "1992-1993 წლებში აფხაზის ხალხის წინააღმდეგ ბრძოლებში თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ".

ვეტერანები სერგეი ბაღაფშს მიმართავენ, რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვოს იმ ქართველი მებრძოლების გადმოცემა, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და, რომლებსაც "1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას სამხედრო დანაშაული აქვთ ჩადენილი".

"აფხაზ ვეტერანთა" განცხადებით, რუსეთმა აფხაზ სამართალდამცველებს ყველა ის მებრძოლი უნდა გადასცეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "აფხაზი ხალხის გენოციდში, აფხაზეთის კულტურის ძეგლების განადგურებასა და მკვლელობებში, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არაადამიანურ მოქცევაში, ძალადობასა და ძარცვაში". მათი განმარტებით, საერთაშორისო სამართლით ამგვარი ქმედებები კვალიფიცირდება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ვადა არ გასდის.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ წინადადებით უნდა მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, აფხაზეთის სამართალდამცველებს გადაეცნენ სამხედრო დამნაშავეები თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან", - ნათქვამია "არუაას" მიერ სერგეი ბაღაფშისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?