გალის რაიონის სოფელ რეფში მილიციის რაიონული განყოფილების საპასპორტო მაგიდის მმართველი როლანდ გვარამია გაიტაცეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.
56 წლის როლანდ გვარამია დაუდგენელმა პირებმა გამოსასყიდის მიღების მიზნით 22 აგვისტოს, საღამოს გაიტაცეს.
გალის რაიონის მილიციის განყოფილების უფროსის, ვადიმ ღვინჯიას განცხადებით, გამტაცებლები გვარამიას ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდნენ და 30 ათასი დოლარი მოითხოვეს.
გატაცების ფაქტზე აფხაზურმა მილიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.