გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აზრით, დევნილთა გამოსახლების პროცესი გამჭვირვალე არ არის

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აზრით,  დევნილთა გამოსახლების პროცესი გამჭვირვალე არ არის

გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (გლუკ) თბილისში ბოლო დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებების გამო წუხილს გამოთქვამს. ამის შესახებ გლუკ-ის თბილისის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, გამოსახლების პროცესი სათანადო გამჭვირვალობის ან დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე მიმდინარეობს.

"გლუკ-ი აგრძელებს დიალოგს ხელისუფლებასთან მისი მთავარი პარტნიორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჩათვლით. მიღწეულია პოზიტიური შეთანხმება, რომელიც გულისხმობს სტანდარტული გამოსახლების პროცედურის შემუშავებას. აღნიშნული პროცედურა გამოყენებული იქნება დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლებისთვის საჭირო ორგანიზებული გადაადგილების დროს", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოში იცავს და საჭირო დახმარებას უწევს 355,000-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 350,000-ზე მეტი დევნილი, 1,600 თავშესაფრის მაძიებელი და 1,000-მდე ლტოლვილია.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?