ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახის წევრებს სოჭში შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
შეხვედრა პანსიონატ "სვეტლანაში" შედგა. "თქვენ უძვირფასესი ადამიანები, ჩვენ კი საბრძოლო ამხანაგები დავკარგეთ. მათი გმირობა ყოველთვის დარჩება მოძმე ოსი ხალხის მეხსიერებაში", - განაცხადა კოკოითიმ.
ორი კვირის განმავლობაში სოჭში რუსი სამხედროების ახლობლების დასვენებისა და მგზავრობის ხარჯებს, კოკოითის ბრძანებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო მთავრობა ფარავს. მათ ცხინვალის რეჟიმის ლიდერს მადლობა გადაუხადეს.