ცხინვალის რეჟიმი რუსეთში ხანძრებით დაზარალებულებს ხვალ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალიზებული კოლონა ვლადიკავკაზიდან ნიჟეგოროდის ოლქის ქალაქ ვიკსისკენ გავა. ჰუმანიტარული ტვირთი, რომელშიც, ძირითადად, პირველადი მოხმარების საგნებია, დანიშნულების ადგილზე 29 აგვისტოს ჩავა.
სპეცანგარიშზე კი, რომელიც, ასევე, რუსეთში ხანძრებით დაზარალებულთა დასახმარებლად ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაიხსნა, ამ დროისთვის 13 მილიონი რუბლია შესული. ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის, ნუგზარ გაბარაევის განცხადებით, მთელი თანხა რუსეთის დაზარალებულ მოქალაქეებს გადაეცემათ.