პაატა დავითაია დევნილთა მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე ახსნა-განმარტებებს პრემიერ-მინისტრს სთხოვს

პაატა დავითაია დევნილთა მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე ახსნა-განმარტებებს პრემიერ-მინისტრს სთხოვს

ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დევნილების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიწვევას ითხოვს.

მთავრობის პასუხისმგებლობასა და დევნილების მიმართ განხორციელებულ არაჰუმანურ ქმედებებზე დავითაიამ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში დევნილების მიმართ განხორციელებული მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ არაჰუმანურ მოპყრობას ნიშნავს, რაც გაერო-ს დევნილთა კომისარიატის მიერ გავრცელებული განცხადებითაც დასტურდება.

ვიცე-სპიკერს მიაჩნია, რომ იკვეთება არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის, არამედ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია არა ერთი უწყების, არამედ მთელი მთავრობის მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული, შესაბამისად მასზე პასუხისმგებელიც მთელი მთავრობაა.

ამის გამო, დავითაია უახლოეს დღეებში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის გამართვას და მასზე პრემიერ-მინისტრის მიწვევას ითხოვს, რათა გაირკვეს, რატომ არ ასრულებს მთავრობა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას და რა არის მათდამი არაჰუმანური მოპყრობის საფუძველი.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?