თვითაღიარებული დასავლეთ საჰარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს

თვითაღიარებული დასავლეთ საჰარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს

დასავლეთ საჰარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დე-ფაქტოდ ცნობს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა განაცხადა, რომელიც დასავლეთ საჰარის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საჰარა, რომელიც მაროკოს ტერიტორიის ნაწილია, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, მისი მთავრობა კი, რომელიც ალჟირშია განთავსებული, მაროკოსგან გამოყოფას მოითხოვს.

კოჩიევის თქმით, ”საჰარის რესპუბლიკის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარების საკითხი 2008 წლის ზაფხულში განიხილებოდა. საჰარის არაბეთის დემოკრატიული რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ცნობს, თუმცა აღიარების ფორმალური დოკუმენტები და დიპლომატიური დადგენილებები ხელმოწერილი ჯერ არ არის”.

გარკვეული ურთიერთობები ჩამოყალიბდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და ალჟირს შორისაც. კონსტანტინე კოჩიევის თქმით, აღიარების საკითხში მას მხარდაჭერას ამ ქვეყნის პოლიტიკოსებიც უცხადებენ, რაც ”აფრიკის კონტინენტზე სამხრეთ ოსეთის შემდგომი აღიარებისთვის მნიშვნელოვანია”.

მომზადებულია apsny.ge-ს მიხედვით. 

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?