სოხუმის რეჟიმი ქართული მხარისგან ეჭვმიტანილი აფხაზის გადაცემას მოითხოვს

სოხუმის რეჟიმი ქართული მხარისგან ეჭვმიტანილი აფხაზის გადაცემას მოითხოვს

სოხუმის რეჟიმი ქართული მხარისგან ეჭვმიტანილი აფხაზის - არკადი ქაცაბავას გადაცემას მოითხოვს . ამის შესახებ გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ "აპსნი პრესში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქიშმარიას თქმით, 24 წლის არკადი ქაჩაბავა ოჩამჩირეში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც ადამიანი დაიღუპა, თავად ქაჩაბავა კი დაიჭრა და აფხაზ სამართალდამცველებს ემალება.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ქაჩაბავა ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს და მას ქართული სპეცსამსახურები იცავენ.

რუსლან ქიშმარიამ ასევე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს უკანონოდ ჰყავს დაკავებული "აფხაზეთის მოქალაქე" ნუგზარ ფარფალია, რომელმაც ე.წ. საზღვარი ნათესავების მონხულების მიზნით გადაკვეთა.

"ფარფალია ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ნარკოტიკების გავრცელებაში დაადანაშაულეს", - განაცხადა ქიშმარიამ.

პრობლემის მოგვარების გზად ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მკაცრ დემარკაციას ასახელებს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?