როკის გვირაბის რეკონსტრუქციის დროს მშენებლები შემოვლით გზას გაიყვანენ

როკის გვირაბის რეკონსტრუქციის დროს მშენებლები შემოვლით გზას გაიყვანენ

როკის გვირაბის რეკონსტრუქციის დროს მშენებლები რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაკავშირებლად შემოვლით გზას გაიყვანენ . ინფორმაციას ამის შესახებ "ვესტი.რუ" ავრცელებს.

ინტერნეტ-გამოცემა წერს, რომ გვირაბის რეკონსტრუქციის დროს ალტერნატიული გზის მშენებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთ შორის მიმოსვლის შეუწყვეტელობისათვის.

"როკის გვირაბში წყალი ჟონავს, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს კონსტრუქციას მნიშვნელოვნად აზიანებს. რამდენიმე მონაკვეთში ბეტონის საფარი საერთოდ მოშლილია. რეკონსტრუქცია ამ პრობლემებს მოაგვარებს და გვირაბის გამოყენება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება", -წერს "ვესტი.რუ".

ინტერნეტ-გამოცემა წერს, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი როკის გვირაბის სრულფასოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?