მუამარ კადაფის ჯარები ქალაქ ბენღაზში შევიდნენ

მუამარ კადაფის ჯარები ქალაქ ბენღაზში შევიდნენ

ლიბიის სახელისუფლო ძალებსა და ოპოზიციას შორის, ქალაქ ბენგაზის მისადგომებთან ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას "როიტერი" ტელეკომპანია "ალ ჯაზირაზე" დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქალაქში სროლის ხმა ისმის. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, სახელისუფლო ჯარები ქალაქის დასავლეთ ნაწილში უკვე შევიდნენ. ამბოხებულთა რაზმებმა კი თავიანთი პოზიციების დატოვება დაიწყეს.

მანამდე, აშშ-ის ელჩმა გაერო-ში სიუზან რაისმა განაცხადა, რომ კადაფის ჯარები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დადებულ პირობას არღვევენ და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ოპოზიციაზე შეტევას აგრძელებენ. ბენგაზი ლიბიის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?