თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სერგეი ბაღაფში თურქეთში სამედიცინო მიზნებით ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სერგეი ბაღაფში თურქეთში სამედიცინო მიზნებით ჩავიდა

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში თურქეთში ოფიციალური ვიზიტით არ იმყოფება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

"თურქეთში ბატონი სერგეი ბაღაფშის ვიზიტი მხოლოდ სამედიცინო მიზნებით, თურქეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული საზოგადოების მიწვევით, მათი პასუხისმგებლობით ხორციელდება. ვიზიტი ოფიციალური ხასიათის არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც "ტრადიციულ მეგობრობასა და ყოველმხრივ თანამშრომლობას ეფუძნება".

"თურქეთი სრულად იზიარებს საქართველოს მგრძნობიარე მიდგომას ტერიტორიული მთლიანობისადმი. თურქეთი პატივს სცემს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთი ადასტურებს თავის ვალდებულებას, ჩვენი ხალხებისა და მთლიანად რეგიონისთვის სასიკეთოდ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე", - აცხადებს თურქეთის საგარეო პოლიტიკური უწყება.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, სერგი ბაღაფში თურქეთში ოთხდღიანი ვიზიტით 7 აპრილს ჩავიდა. თურქეთის რამდენიმე ქალაქში იგი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?