სერგეი ბაღაფში - აფხაზეთი რუსეთის გუბერნია არასოდეს არ გახდება

სერგეი ბაღაფში - აფხაზეთი რუსეთის გუბერნია არასოდეს არ გახდება

აფხაზეთი რუსეთის გუბერნია არასოდეს არ გახდება. როგორც რუსული მედია იუწყება, ეს განცხადება აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა სტამბულში აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა.

"ზოგჯერ წერენ, რომ რუსეთმა აფხაზეთი დაიპყრო, რომ აფხაზეთი რუსეთის გუბერნია გახდა. ასე არ არის და არც შეიძლება, იყოს", - განაცხადა ბაღაფშმა.

მისივე თქმით, რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიული მოკავშირეა, პირველმა გადადგა გაბედული ნაბიჯი - აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ამჟამად ყველა მიმართულებით ეხმარება.

"ჩვენ გვსურს რუსეთთან ურთიერთობის განვითარება. ჩვენი ურთიერთობა ყველა სფეროში რეგულირდება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით. დიდწილად, რუსეთის წყალობით, დღეს აფხაზეთში სტაბილურობაა და ეს ინვესტიციებისთვის კეთილსაიმედო კლიმატს ქმნის", - განაცხადა ბაღაფშმა.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, სერგი ბაღაფში თურქეთში ოთხდღიანი ვიზიტით 7 აპრილს ჩავიდა. თურქეთის რამდენიმე ქალაქში იგი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?