ახალგორის რაიონში შესვლა სრულად შეწყდა

ახალგორის რაიონში შესვლა სრულად შეწყდა

ახალგორის რაიონში შესვლა დროებით სრულად შეწყდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

მოსახლეობის ინფორმაციით, შეწყვეტილია როგორც რაიონიდან გამოსვლა, ასევე რაიონში შესვლა.

"დილით ახალგორიდან თბილისისკენ მოვდიოდით, მაგრამ ქართულ პოსტზე უკან მიგვაბრუნეს. არც მანქანებს, არც ქვეითებს არ ატარებენ თბილისიდან ახალგორის მიმართულებით. პოსტზე განაცხადეს, რომ ეს შეზღუდვა დღის ბოლომდე გაგრძელდება", - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორმაციით, ქართულ პოსტზე შეზღუდვის მიზეზს არ ასახელებენ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?