ვანუატუს მთავრობამ აფხაზეთის აღიარების შესახებ წინა მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმა

ვანუატუს მთავრობამ აფხაზეთის აღიარების შესახებ წინა მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმა

ვანუატუს მთავრობამ აფხაზეთის აღიარების შესახებ წინა მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს აზია-აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ალექსიძემ გააკეთა.

17 ივნისს გავრცელდა ვანუატუს ახალი მთავრობის პრესრელიზი, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დღევანდელი მთავრობა უკან იწვევს წინა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.

"აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვანუატუს დღევანდელი მთავრობის პოზიციას, რომ ვანუატუს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წინა მთავრობის გადაწყვეტილება იყო შეცდომა და გაუგებრობა", - განაცხადა ზურაბ ალექსიძემ.

ალექსიძის თქმით, ვანუატუს მთავრობა რამდენიმე დღის წინ შეიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?