რუსეთი აფხაზეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობას აორმაგებს

რუსეთი აფხაზეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობას აორმაგებს

რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის მინისტრები აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გაორმაგების შესახებ შეთანხმდნენ. 2013 წლამდე სამშვიდობო ძალების რაოდენობა 3 500 ადამიანამდე გაიზრდება.

"საქართველოს მხრიდან გალის რაიონში პარტიზანული ომი ჯერ ისევ გრძელდება. შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები ქართული სპეცსამსახურების მოქმედებების აღკვეთის შესახებ შეთანხმდნენ. ამასთან დაკავშირებით, სოხუმმა და მოსკოვმა ამ რეგიონში სამშვიდობო ძალების გაძლიერების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ამიერიდან მის რეალიზაციას შეუდგებიან", - განაცხადა Life News-თან ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინკოგნიტო წარმომადგენელმა.

აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის მინისტრების ანატოლი სერდიუკოვისა და მერაბ ქიშმარიას შეხვედრის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა შეხვედრის დეტალების გამხელაზე უარი განაცხადეს.

"სამშვიდობოთა რაოდენობის 3 500 კაცამდე გაზრდით დსთ-ს ქვეყნების ლიდერთა საბჭოს მიერ გაფორმებული შეთანხმების პარამეტრები არ დაირღვევა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინკოგნიტო წყარო.

"ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ, - განაცხადა ქიშმარიამ, - 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის პერიოდში აფხაზეთში და მის საზღვრებთან სრულ უსაფრთხოებას ვუზრუნველვყოფთ".

ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე 1500 რუსი სამშვიდობო იმყოფება.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?