მანჩო გიორგობიანი თეონა კონტრიძესა და "ორ ვარსკვლავში" მომხდარ სკანდალზე

მანჩო გიორგობიანი თეონა კონტრიძესა და "ორ ვარსკვლავში" მომხდარ სკანდალზე

ბოლო დღეებში "ინტერნეტ-ვარსკვლავად" ქცეული მანჩო გიორგობიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუშინ მეგა-შოუ "ორ ვარსკვლავში" მომხდარ სკანდალს ეხმაურება და მის მეგობარ თეონა კონტრიძეს საჯაროდ მიმართავს.

" ასეთი თავმოყვარე და პრინციპული რომ ხარ.. შენს თავისუფლებაშიც მართალი ხარ, იმიტომ რომ შენია! ამიტომ ვაფრენ შენზე, ამიტომ მიყვარხარ, ამიტომ გენდობი, სიცოცხლეს განდობ, არც დავფიქრდები.. ზუსტად ვიცი, ყოველთვის სწორად მოიქცევი, ... მე ხომ ეს ათწლეულებია ვიცი.. ბევრ რამეზე ვკამათობთ მაღალ რეგისტრში.. ბევრჯერ ვერ მიგვიღწევია კონსენსუსისთვის... მაგრამ ზუსტად ისევე ვგიჟდები შენზე, როგორც შენ ჩემზე... ი ტჩკ!

თეონა, ამიტომ გეუბნებოდი, ნაცანალებმა ჩააბნელეს ქვეყანა-თქო! შენ, მოსკოვიდან უყურებ 21 წელია და ლამპოჩკა რომ აინთო, გგონია განათდა..

მიშა სააკაშვილმა ჩააბნელა ხალხი! მისმა დამქაშებმა შეცვალეს მენტალიტეტი! "როზოვი ბულვარად" აქციეს ქვეყანა და ამის პროპაგანდას ეწევიან ეგ შენი ახლადშეძენილი, ვითომდა მეგობრები!!! არც გიმალავ!!!!

გაიგე ადამიანო, მაგიტომ ვარ გადარეული! აბა შენი საქციელი - სცენის დატოვება შეურაცხყოფისათვის - 90-ანებში და მანამდე. მანამდე, მანამდე და კიდევ მანამდე... ვის გაუკვირდებოდა?!

ისეთი სიბნელე დათესეს, ჩემს ქვეყანაში ტურისტი მგონია თავი!!!

არ მინდა ასე და ვიბრძვი მაგიტომ.. ვერც გამაჩერებენ!!!

შენს ადგილას, მეც ავდგებოდი და წავიდოდი.. წავიდოდი.. უპასუხოდ დავტოვებდი...

p.s. ზურა ყიფშიძეს რაც შეეხება, ზურასაც ვიცნობ, რაც დავიბადე, მას მერე... უკეთილშობილესი ადამიანია.. დარწმუნებული ვარ, უბრალოდ როლი გაითამაშა… და ცუდად გამოუვიდა... ეს "წადი" არ არის მისი, 1000% დარწმუნებული ვარ, ასე რომც ფიქრობდეს, უბრალოდ არ გაკადრებდა.. ის ხომ მამაკაცია, ნამდვილი კაცი... იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ 1000 ბოდიშს მოგიხდის.. იმიტომ რომ შეეშალა..

და კიდევ p.s. თეონა კონტრიძის ლანძღვა-გინებას აპირებთ, უმორჩილესი თხოვნა მექნება, ჯერ მე წამშალეთ მეგობრებიდან და მერე ლანძღეთ და აგინეთ... მე წამშალეთ მანამდე! გემუდარებით.....", - წერს გიორგობიანი.

შეგახსენებთ, გუშინ როდესაც "ორი ვარსკვლავის" ჟიურის წევრი თეონა კონტრიძე ერთ-ერთი წყვილის, სალომე ღვინიაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის მუსიკალური ნომრის შესრულების შემდეგ შეფასებას აკეთებდა, კოლეგებმა (აჩი არველაძე, ია ნინიძე, ზურა ყიფშიძე) სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია.

მან კოლეგებს უთხრა, თუ ლაპარაკის საშუალებას არ მისცემდნენ, დარბაზიდან გავიდოდა. ჟიურის დანარჩენმა წევრებმა მისი განცხადება ხუმრობად მიიღეს, რაზეც თეონა გაბრაზდა, დუეტს ქულა დაუწერა და პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა.

იხილეთ ასევე: სკანდალი "ორ ვარსკვლავში" - რატომ დაუპირისპირდა თეონა კონტრიძე ზურა ყიფშიძეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს