"ფაქტია, რომ ეკლესიას დღეს სერიოზული, სისტემური პრობლემები აქვს" - როგორ ეხმაურებიან სამებაში მომხდარ ინციდენტს

"ფაქტია, რომ ეკლესიას დღეს სერიოზული, სისტემური პრობლემები აქვს" - როგორ ეხმაურებიან სამებაში მომხდარ ინციდენტს

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილის მონაწილეობით სამებაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

"შენი დედა...ბიჭო, სუ ფეხებზე მკიდია!"

"ჩემი ტაძარია, ბიჭო!"

"ეს სიტყვები სამების ტაძრის წინამძღვარს, ანთიმოზს ეკუთვნის. ერთადერთი მიზეზის გამო ვაზიარებ ამ უმსგავსობას:

რადგან მიმაჩნია, რომ დღის სინათლე საუკეთესო წამალია ყოველივე ამისა...

ფაქტია, რომ ეკლესიას დღეს სერიოზული, სისტემური პრობლემები აქვს. ეს არც პირველია და , დამერწმუნეთ, არც უკანასკნელი. პრობლემები აქვს ინსტიტუციას, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად ზემოქმედებს ჩვენი საზოგადოების მენტალობაზე და... შედეგიც საკადრისია! ამჯერად მეტს არაფერს ვიტყვი:

მადლობა ღმერთს, ჩემს ფრენდებში თითქმის აღარ არიან ფანატიკოსები. არა ეს ქალი: "თქვენ დაცვა ხართ, თუ სატანები ხართ" ...

ამაში ალბათ ჩემი მოკრძალებული, უმნიშვნელო დამსახურებაცაა, მაგრამ მაინც მაინტერესებს: რელიგია იმისათვის არსებობს, რათა ადამიანი უკეთესი გახდეს, ჩემის აზრით. ვინმე ამიხსნით? ამან, ან მსგავსთა მისთა, რა უნდა შეცვალონ უკეთესისკენ და ასწავლონ საზოგადოებას?!

როდემდე უნდა ისპეკულანტონ ერთი კაცის ავტორიტეტით?! მართლაც, ბევრი იყო ღირსეული და ეს იმ ბევრის ღვაწლია და არა ვინმეს ან რამის დამსახურება. ათი კაცის ანალოგიაც ძაან გაცვეთილია... ვერავინ გადადაგარჩენს, თავად თუ არ მოინდომე. საერთოდ, ქრისტიანობაში უცნაურად ეთავსება ძვ. აღთქმის უუნარო ადამიანი - მონა, რომელიც ყველაფერში ტირან ღმერთზეა ჩამოკდებული და ახ. აღთქმის ადამიანი, არჩევანის შემოქმედი. სცხონდეს და არა სცოდოს, ტიპიური გასამართლებელი საბუთია, მაგრამ ამას ტრანსფორმაცია სჭირდება, ესენი კი თავს ყველაზე მაღლა აყენებენ, რაზეა ლაპარაკი?! მცირე ინციდენტები კი არა, უკვე მასიური ხასიათი აქვს... მე ის მიკვირს, თქვენ როგორ გჯერათ ამის... არ განიკითხო არა, იხვის ტოლმა, მაიცათ რა... ეგ არ განიკითხო სხვა, ეზოთერულ მნიშვნელობას ატარებს.

არ განიკითხო - შინაგან ღვაწლზეა საუბარი და არა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, როგორც ამათ აწყობთ, ანთიმოზისნაირებს. არ გაარჩიო - გეუბნება ბუდიზმი. დაინახე ყველაფერი ისე, როგორც არის, ემოციის, რეაგირების, მიღების ან უკუგდების გარეშე. თუ არ გამოგიცდიათ, გაგიჭირდებათ ამის გაგება... ეს სხვა "არგანკითხვაა"...", - წერს გამსახურდია და ერთ ანალოგიურ ამბავს იხსენებს, რომელიც პირადად მას გადახდა.

"მე თავად დამემართა: ერთი დიპლომატის, მეგობრის ცოლს ვახლდი ადრე სიონში, 2008-ში. აქვთ იქ ასეთი სულელური ჩვევა, საკურთხეველში გეძახის ხოლმე. ჰოდა, რომ დაგვიძახეს, ეს ქალიც მოკრძალებულად წამოვიდა. რო ეცნენ ეს დეკანოზები, გვარები არ მახსოვს, ერთი განსაკუთრებით, ტიპიური მხედრიონელი. გადავირიე მეც, მეთქი ცხოველი ხარ, არ იცოდა, რომ ქალისთვის არ შეიძლება შესვლა, მაგრამ ადამიანურად მოიქეცი-მეთქი! მაიცა რა, შშვილოო... სპეციალურად მითხრა, ორაზროვნად, შშვილლოო... იქვე, გამოსასვლელი იყო, მოდი-მეთქი... შენი შვილოს დედას შევეცი ძალიან გულით-თქო :)))", - წერს ექს-პრეზიდენტის ვაჟი.

იხილეთ ასევე: "ჩემი სახლია, ჩემი ტაძარია-მეთქი, ბიჭო" - ინციდენტი სამების ტაძარში სასულიერო პირსა და დაცვას შორის (+ვიდეო)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს