"ჩემი სახლია, ჩემი ტაძარია-მეთქი, ბიჭო" - ინციდენტი სამების ტაძარში სასულიერო პირსა და დაცვას შორის (+ვიდეო)

"ჩემი სახლია, ჩემი ტაძარია-მეთქი, ბიჭო" - ინციდენტი სამების ტაძარში სასულიერო პირსა და დაცვას შორის (+ვიდეო)

"პირველი რადიო" სამების ტაძრის ეზოში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც ასახულია სიტყვიერი დაპირისპირება სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და ტაძართან მდგომ დაცვის წევრს შორის.

"ჩემი სახლია, ჩემი ტაძარია-მეთქი, ბიჭო და რომ გეუბნები, შემოუშვი" - ასე მიმართავს მამა ანთიმოზი ვინმე ირაკლის, რომელიც კადრებში არ ჩანს, თუმცა, როგორც მრევლის შეძახილებიდან ირკვევა, სავარაუდოდ, ეკლესიის დაცვაა და სასულიერო პირის მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს ტაძარში შეუშვას მრევლის ნაწილი. უცნობია, როდისაა გადაღებული კადრები.

შეგახსენებთ, მამა ანთიმოზი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგან, რომელთაც 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია