რატომ "აბირჟავებდნენ" ძალოვანები ღარიბაშვილის სახლთან - რა სკანდალს აანონსებს გოგა ხაჩიძე პრემიერზე

რატომ "აბირჟავებდნენ" ძალოვანები ღარიბაშვილის სახლთან - რა სკანდალს აანონსებს გოგა ხაჩიძე პრემიერზე

განახლება: ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"

რატომ იყვნენ შეკრებილნი გუშინ, დღის 15 საათზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციისა და სუს-ის წარმომადგენლები?! - ამ საკითხით საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დაინტერესდა. დეპუტატი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აღნიშნული ფაქტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ძალოვანთა თავშეყრის მიზეზს უახლოეს მომავალში გაგვიმხელს.

"კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდნენ დღეს, ზუსტად 15:00-ზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! რატომ მივიდა იმავე ადგილზე, იგივე დროს, რამოდენიმე საპატრულო ეკიპაჟი?!...

რას ელოდნენ და რისთვის ემზადებოდნენ?!

არა მგონია, ყოველდღიურად პრემიერ-მინისტრის კორპუსთან, დღის 3 საათზე, ამდენი ძალოვანი "აბირჟავებდეს".

"ამასობაში" - როგორც ბ-ნი დავით უსუფაშვილი იტყოდა: ვიღაცეები დავადგინე...

თეთრ პერანგში და ნაცრისფერ პიჯაკში - ჯღარკავა, ქალაქის სამმართველოში საუბნო სამმართველოს უფროსი (ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას ძმა)

ჯღარკავას უკან, ლევან ტოგონიძე, ვაკე საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი.

მარჯვნივ ბოლოში, ვიქტორ რაზმაძე ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსი

ერთერთი, ზურგით დგას, (თავზე იცნეს ) ნიკა სალამიძე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე.

თუ რამე უზუსტობა გამეპარა, ან სხვა მოხვდა შემთხვევით კადრში წინასწარ ბოდიშს ვიხდი.

პასუხს გაიგებთ 11:00-ზე. აქ, ჩემს ფბ-ზე", - წერს ხაჩიძე.

ასევე იხილეთ: ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს