ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"

ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"

განახლება: შსს-ს პირველი კომენტარი გოგა ხაჩიძის პროვოკაციულ ექსპერიმენტზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე მთავრობას სატელეფონო მოსმენაში ამხელს. ამის დემონსტრირებისთვის პარლამენტარმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც ვიდეოკამერაზე გადაიღო. ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გოგა ხაჩიძემ ზურა ჯაფარიძეს დაურეკა, რომელიც იმავე ოთახში იმყოფებოდა. ოპოზიციონერებმა გაითამაშეს სატელეფონო სცენარი, რომელშიც ისინი 23 აპრილს, ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მცირე საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავდნენ. აღნიშნული ექსპრეტიმენტი, რომელიც 22 აპრილს გაითამაშეს, უწყვეტი კადრით გადაიღეს. გოგა ხაჩიძის თქმით, მომდევნო დღეს, ზუსტად დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ. პარლამენტარმა ამის მტკიცებულებისთვის ფოტო მასალაც გაავრცელა (იხილეთ ფოტო )

დღეს, გოგა ხაჩიძემ 2 დღის წინ ჩატარებული ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეომასალა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა, რომელსაც თან აღწერაც დაურთო. გავრცელებულ ტექსტში საპარლამენტო უმცირესობის წევრი სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს:

"გუშინ კითხვა დავსვი - რას აკეთებდნენ ზუსტად 15:00-ზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან (მოსეშვილის ქ. 10) პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! მათ შორის სამმართველოს და განყოფილებების უფროსები, მაღალჩინოსნები და რიგითი პოლიციელები, საპატრულო ეკიპაჟები.

პასუხი იხილეთ თანდართულ ვიდეოში.

კომენტარი ზედმეტია. ყველაფერი ცხადი და ნათელია.

ჩვენ, უბრალოდ შევეცადეთ მარტივი ექსპერიმენტით დაგვედასტურებინა, რომ ყველას გვისმენენ. შევეცადეთ და "წარმატებამაც" არ დააყოვნა.

პრინციპში, ყველაფერი სწორად გავთვალეთ, ერთი დეტალის გამოკლებით. როგორც წესი, მსგავს აქციებზე ჯერ ძალოვნები მოდიან, ხოლო შემდეგ ე.წ. "ტიტუშკები" მოჰყავთ. გასაგები მიზეზების გამო, საქმე "ტიტუშკებამდე" არ მივიდა.

მივმართავთ, შესაბამის უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარეს!

რატომ ხდება საქართველოს პარლამენტის წევრების, სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა?!

გვაინტერესებს, რა განმარტებები გაკეთდება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური პირების მხრიდან?!", - წერს გოგა ხაჩიძე.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ "აბირჟავებდნენ" ძალოვანები ღარიბაშვილის სახლთან - რა სკანდალს აანონსებს გოგა ხაჩიძე პრემიერზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია