"ამ საშინელი საქციელისთვის გრანდიოზულ ბოდიშს მოვიხდი" - რას უმზადებს შალვა რამიშვილი გიორგი გაბუნიას მომდევნო შოუში

"ამ საშინელი საქციელისთვის გრანდიოზულ ბოდიშს მოვიხდი" - რას უმზადებს შალვა რამიშვილი გიორგი გაბუნიას მომდევნო შოუში

"ვადაგასული სირების ჯღანაობა" - ასე შალვა რამიშვილის შოუს "იმედზე" "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მას შემდეგ ეხმიანება, რაც აღნიშნულ შოუში რამიშვილმა მაყურებელს მისივე კოლეგა, გიორგი გაბუნია შეურაცხმყოფელსა და დამამცირებელ გარემოებაში წარუდგინა. რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, ის ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს შალვა რამიშვილის საქციელზე. თავად შალვა რამიშვილი კი, მას შემდეგ, რაც მისმა ქმედებამ ინტერნეტ-აუდიტორიის უკმაყოფილება გამოიწვია, Facebook-ზე წერს, რომ გიორგი გაბუნიას "გრანდიოზულ ბოდიშს" მოუხდის.

Facebook/ შალვა რამიშვილი, შოუმენი:

"ამ საშინელი საქციელისთვის უნდა მოვიხადო გრანდიოზული ბოდიში მომავალ შაბათს 22 საათზე იმედის ეთერში"

"როგორ მინდა რომ მალე მოვიდეს შაბათი და ყველამ იხილოთ ჩემი გრანდიოზული ბოდიში "

"ისე ფებეზე ავატარებს თუ დაიყენებენ ზოგიერთები "დღეს ჩვენ ყველა გიორგი გაბუნიები ვართ", უფრო გამიადვილდებოდა კათარზისის პროცესი !!!', - წერს შალვა რამიშვილი.

გულწრფელად მოუხდის შოუმენი ბოდიშს გიორგი გაბუნიას, თუ ეს მხოლოდ ცინიზმია, თავად განსაჯეთ...

ასევე დაგაინტერესებთ:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს